აშშ-ის სამხედროებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, წითელ ზღვაში, შეცდომით ესროლეს, ე.წ. "მეგობრული ცეცხლი" გაუხსნეს და ჩამოაგდეს F/A-18-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი. ორივე პილოტმა მოახერხა კატაპულტირება, ერთი მსუბუქად დაშავდა.
ინციდენტის შესახებ იტყობინება აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა. მისი ცნობით, თვითმფრინავი აფრინდა ავიამზიდ „ჰარი ტრიუმენიდან,“ როცა მას მოხვდა რაკეტა, რომელიც აშშ-ის ესმინეც „გეტისბერგმა“ ესროლა. ესმინეცი შედის საბრძოლო ხომალდების დამრტყმელ ჯგუფში, რომელსაც „ტრიუმენი“ მეთაურობს.
ორივე პილოტს მიაგნეს, იკვლევენ ინციდენტის მიზეზებს. აშშ-ის შეიარაღებული ძალები განთავსებული არიან რეგიონში იემენელი მეამბოხეების, ჰუსიტების მხრიდან საფრთხის გასანეიტრალებლად. წინა დღეს აშშ-მა დაარტყა იემენის დედაქალაქ სანასთან მდებარე ობიექტებს.
ღაზაში ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული) წინააღმდეგ ისრაელის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ჰუსიტები პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რაკეტებს ისვრიან ისრაელის მიმართულებით და თავს ესხმიან მათ შორის სატრანსპორტო გემებს.
ჰუსიტებს ზურგს უმაგრებს და ეხმარება ირანი.
ფორუმი