"ბიბისი" ისტორიულს უწოდებს ორთაბრძოლას კრივში, რომელშიც უკრაინელმა ოლექსანდ უსიკმა ბრიტანელ მეტოქეს, ტაისონ ფიურის, სძლია და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონით კატეგორიაში. მონაწილეებმა რეკორდული ჰონორარი - 190 მილიონი დოლარი - მიიღეს.
მათ ნახევარი წლის წინაც გამართეს შეხვედრა ასევე ერ-რიადში და მაშინაც უსიკმა აჯობა მოწინააღმდეგეს.
22 დეკემბრის შეხვედრას მიმომხილველები რევანშის მცდელობად მიიჩნევდნენ.
უსიკი 1999 წლის მერე პირველი აბსოლუტური ჩემპიონია მძიმე წონაში. მას მძიმე წონაში კრივის ყველა მთავარი ორგანიზაციის - IBF-ის, WBO-ის, WBA-ისა და WBC-ის ჩემპიონის ქამრები აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსიკს გამარჯვება მიულოცა:" ჩემპიონის ტიტულის დაცვით, ოლექსანდრმა დაამტკიცა, ჩვენ, უკრაინელები, ჩვენსას არავის დავუთმობთ. რინგზე, ბრძოლის ველსა და დიპლომატიურ არენაზე ვიბრძვით და ვიმარჯვებთ“, - დაწერა ზელენსკიმ.
თავისი ერთ-ერთი ძველი გამარჯვება ბრიტანელ დანიელ დიუბუასთან, 2023 წელს უსიკმა უკრაინას და მის არმიას მიუძღვნა.
ფორუმი