Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კრასნოდარის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მაზუთით დაბინძურების გამო


მოხალისეები მუშაობენ მაზუთით დაბინძურებულ კრასნოდარის რეგიონში.
მოხალისეები მუშაობენ მაზუთით დაბინძურებულ კრასნოდარის რეგიონში.

რუსეთის კრასნოდარის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რეგიონის ხელმძღვანელი პირები გამოდიან გაფრთხილებით, რომ მაზუთი კვლავ იღვრება სანაპიროზე - 15 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ათასობით ტონა დაბალი ხარისხის საწვავით დატვირთული ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“ და „ვოლგონეფტ 239“ ჩაიძირა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან. ტანკერების ჩაძირვის ძირითად ვერსიებს შორის განიხილება ეკიპაჟის შეცდომა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.

"პირველ ეტაპზე, მეცნიერების და სპეციალისტების გამოთვლებით, საწვავის დიდი ნაწილი შავი ზღვის ფსკერზე უნდა დარჩენილიყო, რაც შესაძლებელს გახდიდა წყალზე მის შეგროვებას. მაგრამ ამინდი საკუთარ პირობებს გვკარნახობს - ჰაერი თბება და ნავთობის პროდუქტები ზემოთ ადის. ამის შემდეგად, ისინი ჩვენს სანაპიროებზე ამოდის", - თქვა რეგიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა 25 დეკემბერს.

რუსეთის სამხრეთის რეგიონში შავი ზღვის სანაპიროს ათობით კილომეტრია დაფარული მაზუთით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG