Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფას 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფა მოხდა.
სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფა მოხდა.

29 დეკემბერს სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფას 120-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმფრინავი, - კომპანია Jeju Air-ის ბოინგი 737-800, რეისის ნომრით 7C 2216, - რომელშიც 175 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდნენ, დაშვებისას შასის (ბორბლების) გახსნის გარეშე შეეხო ასაფრენ-დასაჯდომ ზოლს, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.

ოფიციალური უწყებების თანახმად, კატასტროფა თვითმფრინავის „დასაფრენი მექანიზმის გაუმართაობამ“ გამოიწვია.

კადრებში ჩანს, როგორ მიცურავს თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მუცლით, მაღალი სიჩქარით, ბილიკიდან ვარდება და სანაპიროსთან ჯებირებს ეჯახება.

ავიაკატასტროფა სამხრეთ კორეის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა.

ნაპოვნია ორი გადარჩენილი - ორივე ეკიპაჟის წევრია. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მობილიზებულია 700-ზე მეტი პოლიციელი, ჯარისკაცი და სასაზღვრო დაცვის თანამშრომელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG