Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე: ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი


პატრიარქი ილია მეორე
პატრიარქი ილია მეორე

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. ვიდეომიმართვაში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გაავრცელა, პატრიარქი მოქალაქეებს მშვიდობას უსურვებს.

„მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. მშვიდობა თქვენ ყველას. ღმერთს მადლობა შევთხოვოთ. ამინ“, - განაცხადა პატრიარქმა.

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ათასობით ადამიანი ერთად შეხვდა ახალ წელს.

მოსახლეობამ საავტომობილო გზის შუაში რამდენიმემეტრიანი საახალწლო სუფრა გაშალა.

ახალი წლის დადგომისას, აქციის მონაწილეებს შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მას სპეციალური კორდონი გაუკეთეს. ყოფილმა პრეზიდენტმა ადგილზე, მრავალჟამიერის ფონზე მიულოცა მოქალაქეებს ახალი წელი.

მანამდე, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოსახლეობას ახალი წელი გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად მიულოცა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG