შობის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მივიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ ერთიანობა მოიტანს გამარჯვებას.
"შობის ღამეს ერთად ვდგავართ და მე მგონი, ეს არის მთავარი განცდა, რაც გვაერთიანებს. ერთიანობა არის ის, რამაც საქართველო გადაარჩინა საუკუნეების მანძილზე. ეს თუ შევძელით, ეს არის გამარჯვება და ეს არის ის, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა", - თქვა მან.
ქაშვეთის ტაძართან შეკრებილებმა, ანთებული სანთლებით ხელში საშობაო ალილო შეასრულეს.
უწყვეტი პროტესტი რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ფორუმი