Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიბეტში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა


ტიბეტში დამანგრეველი მიწისძვრა 7 იანვარს, დილით მოხდა.
ტიბეტში დამანგრეველი მიწისძვრა 7 იანვარს, დილით მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, 53 ადამიანი დაიღუპა და 62 დაშავდა ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში, ტიბეტში დღეს, 7 იანვარს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს ჩინეთის მედია.

ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა ტინგრის რაიონში, ნეპალთან საზღვრის მახლობლად. დანგრეულია სახლები და სხვა შენობები.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,1 მაგნიტუდის იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუშიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG