Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 126 ადამიანია დაღუპული ტიბეტში მომხდარი მიწისძვრის შედეგად


ტიბეტში დამანგრეველი მიწისძვრა 7 იანვარს მოხდა.
ტიბეტში დამანგრეველი მიწისძვრა 7 იანვარს მოხდა.

სულ მცირე, 126 ადამიანი დაიღუპა და 188 დაშავდა ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში, ტიბეტში 7 იანვარს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად.

სტიქიური უბედურების ზონაში მეორე დღეა გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც რამდენიმე ასეული სამხედროც მონაწილეობს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრში დანგრეული და დაზიანებულია 3600-ზე მეტი სახლი. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 400-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 30 000-მდე ადგილობრივი მცხოვრები.

მაშველები ათვალიერებენ ტიბეტში მიწისძვრით განადგურებული სახლის ნანგრევებს.
მაშველები ათვალიერებენ ტიბეტში მიწისძვრით განადგურებული სახლის ნანგრევებს.

ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 7 იანვარს, ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა ტინგრის რაიონში, ნეპალთან საზღვრის მახლობლად.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,1 მაგნიტუდის იყო.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ნეპალში, ინდოეთსა და ბჰუტანშიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG