Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამამდე გაიზარდა კიევის ოლქზე რუსული დრონებით შეტევის გამო დაღუპულთა რიცხვი


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მეხანძრე კიევში აქრობს დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეულ ხანძარს.
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მეხანძრე კიევში აქრობს დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეულ ხანძარს.

სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა უკრაინის კიევის ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახური და საოლქო პოლიცია იუწყებიან. მანამდე დადასტურებული იყო ორი ადამიანის სიკვდილი.

რუსეთის ჯარებმა კიევის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით 24 იანვარს, გამთენიისას შეუტიეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსული დრონის ნამსხვრევებმა ბროვარის რაიონში მდებარე კერძო სახლის ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა სახლში მყოფი ცოლ-ქმარი.

დანგრეულია 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ორი სართულიც, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. დაზიანებულია კიდევ ათამდე სახლი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG