Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ის ჭკვიანია“ - პუტინს არ სჯერა, რომ ტრამპი ნავთობის ფასს დაწევს


პუტინმა ტრამპს „ჭკვიანი“ უწოდა
პუტინმა ტრამპს „ჭკვიანი“ უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 24 იანვარს ქებით მოიხსენია აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “პრაგმატულობისა” და “ჭკუის” გამო.

პუტინს არა სჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისთვის ზარალის მიყენების მიზნით შეეცდება ნავთობის ფასის დაბლა დაწევას მსოფლიოს ბაზარზე.

“ის არა მხოლოდ ჭკვიანი, პრაგმატული ადამიანიც არის”, - თქვა პუტინმა რუსეთის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კრემლის მმართველის თქმით, “ნავთობის ზედმეტად მაღალი ან ზედმეტად დაბალი ფასი აზარალებს როგორც ამერიკის, ისე რუსეთის ეკონომიკას".
რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ძნელად წარმოუდგენია, “მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ზარალს მიაყენებს აშშ-ის ეკონომიკას”.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ნავთობის მაღალი ფასი რუსეთს საშუალებას აძლევს, გააგრძელოს კონფლიქტი უკრაინასთან. ტრამპმა მოუწოდა ნავთობის მსხვილ მწარმოებლებს, განსაკუთრებით საუდის არაბეთს და OPEC-ის წევრს ქვეყნებს, გაზარდონ წარმოება და შეამცირონ ფასები, რათა დასრულდეს ომი.

პუტინმა უკრაინის თაობაზე თქვა, რომ ის მზად არის მოილაპარაკოს ამერიკელ კოლეგასთან უკრაინის კონფლიქტის გარშემო. რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ომი არ იქნებოდა, ტრამპი რომ ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG