Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება მოხდა იარაღის მწარმოებელი კონცერნის, Rheinmetall-ის ქარხანაში


იარაღის მწარმოებელი გერმანული კონცერნის, Rheinmetall-ის სათავო ოფისი ქალაქ დიუსელდორფში
იარაღის მწარმოებელი გერმანული კონცერნის, Rheinmetall-ის სათავო ოფისი ქალაქ დიუსელდორფში

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მურსიის ოლქში, აფეთქება მოხდა იარაღის მწარმოებელ ქარხანაში, რომელიც გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ს ეკუთვნის. ქარხანა საარტილერიო საბრძოლო მასალებსა და სხვადასხვა ტიპის ჭურვებს აწარმოებს.

გამოცემა El Pais-ის და სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, დაიჭრა ექვსი ადამიანი.

აფეთქება 30 იანვარს, საღამოს, მოხდა ქარხნის საწყობში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახება. ესპანური მედიის ცნობით, ხანძარმა ლიკვიდაციამდე 2000 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.

აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

2024 წლის ივლისში, ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შეერთებული შტატების და გერმანიის სპეცსამსახურებმა აღკვეთეს Rheinmetall-ის ხელმძღვანელ არმინ პაპერგერზე თავდასხმა, რომელიც რუსეთის მიერ იყო დაგეგმილი.

Rheinmetall-ის მიერ წარმოებული იარაღი მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის რუსეთთან ომი მყოფ უკრაინასაც მიეწოდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG