Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის ქალაქ ორებროს სკოლაში სროლისას ხუთი ადამიანი დაჭრეს


პოლიციის მანქანა შვედეთის ქალაქ ორებროში, სადაც სკოლაში სროლის დროს ხუთი ადამიანი დაიჭრა. 4 თებერვალი, 2025 წელი
პოლიციის მანქანა შვედეთის ქალაქ ორებროში, სადაც სკოლაში სროლის დროს ხუთი ადამიანი დაიჭრა. 4 თებერვალი, 2025 წელი

ხუთი ადამიანი დაჭრეს სროლისას შვედეთის ცენტრალური რეგიონის ქალაქ ორებროს სკოლაში.

4 თებერვალს პოლიციამ გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს ფართო ოპერაცია მომხდარის გამო. პოლიცია ხალხს მოუწოდებს, არ მივიდნენ სკოლის არეალში. “სკოლაში იყო სროლა. ოთხი ადამიანი დაჭრეს. არ არის ცხადი, რა დონის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. ოპერაცია გრძელდება”, - განაცხადა პოლიციამ მომხდარის შემდეგ და მალევე დასძინა, რომ დაჭრილების რიცხვი ერთით გაიზარდა.

მედიის ცნობით, არეალში, სადაც სროლა იყო, რამდენიმე სკოლაა. ერთ-ერთი მათგანის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო სამსახურის მანქანები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG