Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის დასკვნით, 25 დეკემბერს ჩამოვარდნილი აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი „გარე ობიექტებმა“ დააზიანა


ყაზახეთში ჩამოვარდნილი აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავის ერთი ნაწილი. 25 დეკემბერი, 2025 წელი
ყაზახეთში ჩამოვარდნილი აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავის ერთი ნაწილი. 25 დეკემბერი, 2025 წელი

აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთში ჩამოვარდა მას მერე, რაც რუსეთის აეროპორტმა არ მიიღო და ყაზახეთში გაემართა, დაზიანდა „ალბათ გარე ობიექტების მიერ“, - ნათქვამია ყაზახეთის მთავრობის საიტზე 4 თებერვალს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში, იტყობინება Reuters-ი.

38 ადამიანი დაიღუპა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად. თვითმფრინავი ბაქოდან მიფრინავდა გროზნოში, რომლის აეროპორტმაც არ მიიღო და იძულებული გახდა, გაფრენილიყო ყაზახეთისკენ.

29 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი დაზიანდა რუსეთში ხმელეთიდან შემთხვევითი სროლის შედეგად.

მოსკოვს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

შარშან, წლის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბოდიში მოუხადა ალიევს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო. მას ინციდენტში უშუალოდ რუსეთის ბრალი არ უხსენებია.

წყარომ აზერბაიჯანის მთავრობიდან 4 თებერვალს განაცხადა, რომ თვითმფრინავს ესროლეს რუსული ანტისაჰაერო თავდაცვის "Pantsir-S-ის ტიპის სისტემიდან", წერს Reuters-ი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG