Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის განცხადებით, ღამის განმავლობაში ქვეყნის თავზე ჩამოგდებულია 36 დრონი

რუსეთი აცხადებს, რომ 8-9 თებერვლის ღამეს 36 დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთი აცხადებს, რომ 8-9 თებერვლის ღამეს 36 დრონი ჩამოაგდეს.

8-დან 9 თებერვლის ღამეს რუსეთის თავზე ჩამოგდებულია 36 დრონი - იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მათგან 18 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს კურსკის ოლქის თავზე, ოთხ-ოთხი - ორლოვსკის და კრასნოდარის მხარეების თავზე, სამ-სამი - ვორონეჟის და როსტოვის და თითო-თითო - ლენინგრადის, ბრიანსკის, ტულის ოლქებისა და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის თავზე.

დრონებით შეტევის საფრთხის გამო რეისებზე დროებითი შეზღუდვები ამოქმედდა ვოლგოგრადის, ნიჟნი-ნოვგოროდისა და სანქტ-პეტერბურგის აეროპორტებში.

ვოლგოგრადის ოლქში ხელისუფლებამ 7 თებერვალს აკრძალა ინფორმაციის გამოქვეყნება უპილოტო საფრენი აპარატების შეტევებზე - ეს ეხება როგორც საკუთრივ ოლქს, ისე რუსეთის სხვა რეგიონებს. ადგილობრივ მედიას აღარ აქვს უფლება, გამოაქვეყნოს დრონების ჩამოგდების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ან თქვას, კონკრეტულად სად მოხდა ეს.

რუსეთის რეგიონები - განსაკუთრებით უკრაინასთან მოსაზღვრე ადგილები - გასული წლის გაზაფხულიდან თითქმის ყოველდღიურადაა დრონებით თავდასხმების სამიზნე. არის მსხვერპლი და ნგრევა სამოქალაქო მოსახლეობაში. მოსკოვი იერიშებში უკრაინის ძალებს ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა, როგორც წესი, არ აკეთებს კომენტარს ამგვარ თავდასხმებზე.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG