Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CBS: შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი(მარცხნივ) და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის დღეს. 2025 წლის 20 იანვარი. ვაშინგტონი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი(მარცხნივ) და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის დღეს. 2025 წლის 20 იანვარი. ვაშინგტონი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ტელეკომპანია CBS News-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, შეხვედრა მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. კონფერენცია 14 თებერვალს იწყება. ჯეი დი ვენსისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოსალოდნელ შეხვედრაზე გასულ კვირაში წერდა გამოცემა New York Post-იც.

ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე ჯეი დი ვენსს არაერთხელ უთქვამს, რომ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.

რამდენიმე დღის წინ, სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინოს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა. ეს ინფორმაცია უარყო უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა.

7 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალ კვირაში ვაშინგტონში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებამდე გაიმართოს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG