Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი მოქალაქე დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ხაზი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ხაზი

საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მახლობლად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ამჟამად ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG