Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა გოგი თოფაძე


გოგი თოფაძე
გოგი თოფაძე

84 წლის ასაკში გარდაიცვალა გოგი თოფაძე, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, პარტიის, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და საქართველოს რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი.

1970-1975 წლებში გოგი თოფაძე იყო თბილისის საპნის ქარხნის დირექტორი; 1975-1986 წწ. - საწარმოო გაერთიანება "თბილლუდის" გენერალური დირექტორი; 1986-1994 წწ. - ლილოს ლუდის ქარხნის დირექტორი; 1994 წელს დააფუძნა შპს "ყაზბეგი“.

გოგი თოფაძე იყო საქართველოს მე-5 (1999-2004 წწ.), მე-6 (2004-2008 წწ.), მე-8 (2012-2016 წწ.) მოწვევის პარლამენტის წევრი. იგი ავტორია არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მონოგრაფიისა. მიღებული აქვს "წლის საუკეთესო ბიზნესმენის" წოდება (1997, 1998 წწ.) და "მეცენატის ოქროს მედალი" (2005 წ.).

გოგი თო­ფა­ძემ 1957 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 51-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და სწავ­ლა გა­ნაგ­რძო თბი­ლი­სის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კვე­ბი­სა და ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. 1962 წელს ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო კვე­ბი­სა და მრეწ­ვე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლად. 1967 წელს გოგი თო­ფა­ძემ ჩა­ა­ბა­რა მოს­კოვ­ში ორ­გა­ნუ­ლი ქი­მი­ის სა­კავ­ში­რო სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტუ­რა­ში. 1969 წელს და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია, რის შემ­დე­გაც მი­ე­ნი­ჭა ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის წო­დე­ბა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG