Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ქალი დაზიანებებით შეიყვანეს, დაწყებულია გამოძიება


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს ქალი, რომელსაც დაზიანებები აქვს სახეზე, თავზე, გულ–მკერდსა და კიდურებზე. სავარაუდოდ, ის ნაცემია.

არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მიიყვანა მამაკაცმა, რომელმაც იგი ქუთაისისა და იმერეთის ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე თქმით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG