Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ტარდება


სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკას ატარებენ.
სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკას ატარებენ.

თბილისში, საბურთალოზე, ჩხრეკას ატარებენ სპორტული კომენტატორის, ალექსანდრე (სანდრო) ცნობილაძის სახლში.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ცნობილაძის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ დაუდასტურა.

მოგვიანებით ცნობილაძემ, რომელიც სახლში იმყოფება, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი“.

„არ ვიცი რას ეძებენ“, - თქვა მან.

კითხვაზე, რას უკავშირებს ჩხრეკას, ცნობილაძემ ჟურნალისტებს უთხრა: „იმას, რომ სულ აქციებზე ვარ...“

ის ნახევრად გაღებულ კარს მიღმა იდგა და ასე ელაპარაკებოდა ჟურნალისტებს, პოლიციელები კი მიუთითებდნენ, რომ კარი დაეხურა.

რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გაიგოს, რის საფუძველზე ტარდება ჩხრეკა.

რადიო თავისუფლებას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, რომ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკას აწარმოებდა მათი უწყება, საქმე კი ეხება "დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას“.

სანდრო ცნობილაძე საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციების აქტიური მონაწილეა.

2024 წლის 28 ნოემბერს დემონსტრაციების დაწყების შემდეგ პოლიციამ არაერთი დემონსტრანტის სახლში ჩაატარა ჩხრეკა.

პროევროპული აქციები 89-ე დღეა, გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG