Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პოლიცია: მანჰაიმში ხალხში მანქანის შეჭრის ინციდენტში არ იკვეთება ექსტრემისტული კონტექსტი


გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მანქანა ხალხში შეიჭრა, 2025 წლის 3 მარტი
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მანქანა ხალხში შეიჭრა, 2025 წლის 3 მარტი

გერმანიის რეგიონული შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 3 მარტს ქალაქ მანჰაიმში ხალხში მანქანის შევარდნის ინციდენტში არ იკვეთება ექსტრემისტული ან რელიგიური კონტექსტი.

ინციდენტს ემსხვერპლა სულ მცირე ორი ადამიანი, არიან დაჭრილები.

"ამ მომენტისთვის არ გვაქვს ინდიკატორები ექსტრემისტული ან რელიგიური ფონისა, ამ აქტის კონკრეტულ მოტივაციასთან მიმართებით", - უთხრა გერმანიის მიწის, ბადენ-ვიურტემბერგის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტომას სტრობლმა ჟურნალისტებს. "მოტივები შესაძლოა უფრო უკავშირდებოდეს ჩამდენის საკუთარ, პირად გარემოებებს. თუმცა გამოძიება მიმდინარეობს", - დასძინა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG