Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა - ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც


დღეს, თბილისის დროით 09:26 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ში, მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე იყო 5.1 მაგნიტუდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზეც.

„ეპიცენტი დაახლოებით სპიტაკთანაა, პან-ბაქსევანის რღვევა“, - წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG