Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი რუსული აქტივებიდან უკრაინას 195 მილიონი ევროს იარაღს დაუფინანსებს


ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა ბრიუსელში 6 მარტს.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა ბრიუსელში 6 მარტს.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის, სებასტიან ლეკურნუს თქმით, საფრანგეთი რუსული აქტივებიდან მიღებული განაკვეთით უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღებას დაუფინანსებს.

საფრანგეთი ასევე გეგმავს, უკრაინას გადასცეს ძველი წარმოების საბრძოლო საშუალებები, როგორებიცაა AMX-10RC ტიპის ჯავშანმანქანები და სატრანსპორტო საშუალებები.

"გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსული განაკვეთის წყალობით, 195 მილიონი ევროს ღირებულების სახსრებს გამოვყოფთ", - უთხრა ლეკურნუმ გაზეთ La Tribune-ს და დასძინა, რომ ამ ფულს გამოიყენებენ 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვებისა და საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ბომბების შესაძენად.

გასულ წელს დიდი შვიდეული შეთანხმდა, რომ უკრაინას $50 მილიარდის სესხს გადასცემდნენ, რასაც კიევი დასავლეთში გაყინული $300 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივების შემოსავლიდან გადაიხდიდა.

ასევე ნახეთ

ფორუმი

XS
SM
MD
LG