Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში 21 წლის ახალგაზრდა მოკლეს


გიორგი ახალაია, ფოტო გადაღებულია მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე
გიორგი ახალაია, ფოტო გადაღებულია მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე

თბილისში 21 წლის ახალგაზრდა, გიორგი ახალაია მოკლეს. მკვლელობა 16 მარტს, გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დააკავეს თუ არა მკვლელობაში ბრალდებული, შსს რადიო თავისუფლების ამ კითხვას არ პასუხობს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღითაა მოკლული. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა.

დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ახალაია მოკრივე იყო. ის 16 მარტს გახდა 21 წლის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG