Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სასამართლომ მასკის უწყებას კონფიდენციალურ მონაცემებზე წვდომა შეუჩერა

დემონსტრაცია ბალტიმორის სასამართლოსთან, სადაც სოციალური დაზღვევის მონაცემებზე DOGE-ის წვდომის საქმე განიხილეს. 14 მარტი, 2025 წელი
დემონსტრაცია ბალტიმორის სასამართლოსთან, სადაც სოციალური დაზღვევის მონაცემებზე DOGE-ის წვდომის საქმე განიხილეს. 14 მარტი, 2025 წელი

აშშ-ში ბალტიმორის მოსამართლემ მილიარდერ ილონ მასკს და ხარჯების შემცირებისთვის შექმნილ მის ეფექტიანობის უწყებას, DOGE-ს, დროებით შეუწყვიტა წვდომა სოციალური დაზღვევის სამსახურის კონფიდენციალურ მონაცემებზე.

მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ DOGE-მ მოიპოვა შეუზღუდავი წვდომა მილიონობით ამერიკელის ინფორმაციაზე სუსტი არგუმენტით.

საქმე ეხება სოციალური დაცვის ნომრებს, სამედიცინო ჩანაწერებს, მართვის მოწმობის მონაცემებს, საბანკო და საკრედიტო ბარათების ინფორმაციასა და საგადასახადო დოკუმენტებს. DOGE-ს ხელში არსებული მასალები უნდა წაიშალოს. სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო სხვა საქმეებზეც, თუმცა ჯერ არ არსებობს იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებით მართავს მთავრობის
ეფექტიანობის დეპარტამენტს, მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს.

მასკის ხელმძღვანელობით აშშ-ში დაიწყო ფედერალური უწყებების თანამშრომლების შემცირება და ზოგიერთის საერთოდ დახურვა. ამ ნაბიჯების მიმართ კრიტიკულად განწყობილები თვლიან, რომ ეს გეგმები გადაჭარბებულია და ბიუჯეტის შემცირების პირობებში გაუქმდება ასევე დემოკრატიული სტრუქტურები.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG