Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრემიერის სახელით გავრცელდა ყალბი ინფორმაცია რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალა

სოციალურ ქსელ X-ში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას ოფიციალურ გვერდზე ჰაკერებმა შეაღწიეს და ყალბი ცნობები, ე.წ. ფეიკები გამოაქვეყნეს.

დღეს, 8 აპრილს დილით, ჩეხეთის პრემიერის გვერდზე გაჩნდა ყალბი ცნობა, რომ რუსი სამხედროები კალინინგრადთან საზღვრის მახლობლად თავს დაესხნენ ჩეხეთის არმიის სამხედროებს, რასაც საპასუხო ზომები მოჰყვა.

კიდევ ერთი "ფეიკი" ეხებოდა ამერიკულ ტარიფებზე საპასუხო რეაქციას.

ჩეხეთის პრემიერის გვერდიდან ყალბი ცნობები წაშალეს. დაწყებულია გამოძიება.

უკრაინის აქტიური მხარდამჭერი ჩეხეთის მთავრობისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების საიტებზე არაერთი კიბერშეტევა იყო 2023 და 2024 წლებშიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG