Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-სომხეთის მატჩზე მომხდარი ინციდენტის გამო ერთი თამაში უმაყურებლოდ ჩატარდება


23 მარტს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა.
23 მარტს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა.

2026-2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ ჩაატარებს. გადაწყვეტილება „უეფამ“ კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე დღეს, 9 აპრილს მიიღო. მიზეზი თბილისში 23 მარტს საქართველო-სომხეთის მატჩზე მომხდარი ინციდენტია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განმარტავს:

  • „⁠⁠სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფას საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს“;
  • „გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს“;
  • „ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს“.

23 მარტს ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის თბილისში დასრულების შემდეგ „დინამო არენას“ სტადიონზე გულშემატკივრის ნაწილი შეიჭრა.

გარდა ამისა, ტრიბუნებზე ქართველები სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ - ჩანდა შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაცია და ფიზიკური ძალადობა. მათ შორის, ხელი მოხვდათ პოლიციელებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG