Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

World Press Photo-მ მიწვევა გაუუქმა რუსული სამთავრობო TASS-ის ფოტოგრაფს, რომელმაც კონკურსში საქართველოში გადაღებული ფოტოთი გაიმარჯვა


World Press Photo-მ მიხაილ ტერეშენკოს ამსტერდამში დაჯილდოების ცერემონიალზე მიწვევა გაუუქმა.ფოტოზე: მიხაილ ტერეშენკოს გამარჯვებული კადრი.
World Press Photo-მ მიხაილ ტერეშენკოს ამსტერდამში დაჯილდოების ცერემონიალზე მიწვევა გაუუქმა.ფოტოზე: მიხაილ ტერეშენკოს გამარჯვებული კადრი.

პრესტიჟული ფოტოკონკურსი World Press Photo იუწყება, რომ რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ფოტოგრაფი მიხაილ ტერეშენკო, - რომელმაც კონკურსში საქართველოში ანტირუსული და ანტისამთავრობო აქციებზე გადაღებული ფოტოთი გაიმარჯვა, - აღარ არის მიწვეული ამსტერდამში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალზე.

2025 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ World Press Photo-ს 2025 წლის გამარჯვებული ევროპიდან ფოტოისტორიების კატეგორიაში გახდა რუსი ფოტოგრაფი, კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის თანამშრომელი მიხაილ ტერეშჩენკო.

მან კონკურსში თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ფოტოისტორია წარადგინა.

ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს ქართველმა ფოტოჟურნალისტებმა და ფოტოდოკუმენტალისტებმა - მათ ერთობლივი განცხადებით გააპროტესტეს ჟიურის გადაწყვეტილება.

2025 წლის 11 აპრილს World Press Photo განახლებულ ინფორმაციაში წერს:

  • „ევროპის კონტინენტზე გაზრდილი დაძაბულობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ჩვენ აღარ შეგვიძლია, მივიღოთ სტუმრები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული ორგანიზაციიდან;
  • შედეგად, მიხაილ ტერეშჩენკო აღარ არის მოწვეული ამსტერდამში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე“.

ქართველი ფოტოგრაფები, რომლებიც იღებდნენ 2024 წლის გაზაფხულის და ნოემბერ-დეკემბრის აქციებს, მიიჩნევდნენ რომ რუსი ფოტოგრაფის ნამუშევრებიც სუსტია და ჟიურისაც არ აღმოაჩნდა საკმარისი მგრძნობელობა კონტექსტის გასათვალისწინებლად. სწორედ ამიტომ მათ ერთობლივი განცხადებით მიმართეს World Press Photo-ს.

ისინი აღნიშნავდნენ, რომ „World Press Photo-ს მიერ შერჩეულმა ფოტოგრაფმა საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ეს აგრესია „განმათავისუფლებელ“ აქტად შეაფასა“.

მანამდე World Press Photo-მ განაცხადა, რომ გააუმჯობესებს კონკურსის წესებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG