Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს არ იყო მხოლოდ რუსული ჯარი - რატომ არ ახსენა კობახიძემ 9 აპრილზე განცხადებაში საბჭოთა ჯარი

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი „ქართველი ლიბერალების“ „შეზღუდული აზროვნებით“ ხსნის იმ აღშფოთებას, რომელიც საზოგადოების ნაწილში 9 აპრილის შესახებ მის განცხადებას მოჰყვა.

მან ტრაგედიაზე განცხადებაში არ ახსენა არც საბჭოთა არმია და არც რუსეთი, მათ სინონიმად კი გამოიყენა „უცხო ძალა“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხშირად იყენებს დასავლელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც მის პოლიტიკას აკრიტიკებენ.

რატომ არ ახსენა ირაკლი კობახიძემ საკუთარ განცხადებაში საბჭოთა კავშირი? - ეს კითხვა მას დაუსვა „რუსთავი 2-ის" გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანმა ნინო შუბლაძემ.

„რატომ არ იყო სიტყვა რუსული ნახსენები? - გასაგებია, რომ ეს არ იყო, როგორც ასეთი, რუსული ჯარი, ეს იყო საბჭოთა არმია და ესენი იყვნენ საბჭოთა ჯარისკაცები. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც 9 აპრილის დემონსტრაცია დაარბიეს და ადამიანები მოკლეს, იყვნენ რუსების გარდა, სხვა საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებიც. მათ შორის ისეთი რესპუბლიკების წარმომადგენლებიც, რომლებიც დღეს მიიჩნევიან ცივილიზებული სამყაროს ნაწილად. იქ რუსების გარდა, იყვნენ უკრაინელები, ბალტიისპირელები, შუა აზიელები და ა.შ. - საბჭოთა კავშირი იყო...

მხოლოდ ლიბერალი შეიძლება აჰყვეს ასეთ რიტორიკას - თუ არ გაქვს შეზღუდული გონება, ასეთ რაღაცას არ აჰყვები...“ - უპასუხა ჟურნალისტს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა.

9 აპრილს, როცა ირაკლი კობახიძემ საბჭოთა არმიის ხსენების გარეშე ისაუბრა ტრაგედიაზე, რომელიც 36 წლის წინათ მოხდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ამ დღისადმი მიძღვნილ მემორიალთან მიახლოების უფლება არ მისცეს - პროევროპული აქციების დროს დაკავებულთა, პოლიტპატიმრებად მიჩნეულთა ოჯახის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ღამე რუსთაველზე გაათენეს.

„9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ...

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე“, - წერდა კობახიძე განცხადებაში.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. ასობით დაშავდა.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.


1989 წლის 9 აპრილი: თბილისში დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა

მრავალი თვით ადრე, ვიდრე საპროტესტო აქციები კულმინაციას მიაღწევდა, ახალგაზრდები მართავდნენ შიმშილობის აქციებს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. პლაკატი, რომელიც ამ ფოტოსურათზე ჩანს, 1988 წლის 28 ნოემბერს არის გადაღებული. ის გაკრული იყო თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაზე, რომელიც მთავრობის სახლის სახელით არის ცნობილი.
1/7 მრავალი თვით ადრე, ვიდრე საპროტესტო აქციები კულმინაციას მიაღწევდა, ახალგაზრდები მართავდნენ შიმშილობის აქციებს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. პლაკატი, რომელიც ამ ფოტოსურათზე ჩანს, 1988 წლის 28 ნოემბერს არის გადაღებული. ის გაკრული იყო თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაზე, რომელიც მთავრობის სახლის სახელით არის ცნობილი.
1989 წლის გაზაფხულზე საქართველოში იმართებოდა დემონსტრაციები საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დემონსტრაციებმა კულმინაციას მიაღწია აპრილის დასაწყისში თბილისში, სადაც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი, მათ შორის შიმშილობის აქციის მონაწილეები. 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო ძალებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, დახოცეს, სულ ცოტა, 20 დემონსტრანტი. დაიჭრა ან მხუთავი გაზით მოიწამლა ასობით ადამიანი. თბილისში დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა მიჩნეულია შემოტრიალების წერტილად საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში.
აპრილისთვის საპროტესტო მოძრაობამ ფართო მასშტაბები შეიძინა. ამ ფოტოსურათზე ვხედავთ დამოუკიდებლობის მომხრე დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 8 აპრილს. დემონსტრანტების ნაწილი აპროტესტებს აფხაზეთში სეპარატისტების მოთხოვნებს.
2/7 აპრილისთვის საპროტესტო მოძრაობამ ფართო მასშტაბები შეიძინა. ამ ფოტოსურათზე ვხედავთ დამოუკიდებლობის მომხრე დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 8 აპრილს. დემონსტრანტების ნაწილი აპროტესტებს აფხაზეთში სეპარატისტების მოთხოვნებს.
1989 წლის გაზაფხულზე საქართველოში იმართებოდა დემონსტრაციები საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დემონსტრაციებმა კულმინაციას მიაღწია აპრილის დასაწყისში თბილისში, სადაც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი, მათ შორის შიმშილობის აქციის მონაწილეები. 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო ძალებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, დახოცეს, სულ ცოტა, 20 დემონსტრანტი. დაიჭრა ან მხუთავი გაზით მოიწამლა ასობით ადამიანი. თბილისში დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა მიჩნეულია შემოტრიალების წერტილად საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში.
საბჭოთა ტანკები თბილისში, მთავრობის შენობასთან, მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია.
3/7 საბჭოთა ტანკები თბილისში, მთავრობის შენობასთან, მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია.
1989 წლის გაზაფხულზე საქართველოში იმართებოდა დემონსტრაციები საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დემონსტრაციებმა კულმინაციას მიაღწია აპრილის დასაწყისში თბილისში, სადაც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი, მათ შორის შიმშილობის აქციის მონაწილეები. 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო ძალებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, დახოცეს, სულ ცოტა, 20 დემონსტრანტი. დაიჭრა ან მხუთავი გაზით მოიწამლა ასობით ადამიანი. თბილისში დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა მიჩნეულია შემოტრიალების წერტილად საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში.
საბჭოთა ჯარისკაცები თბილისში, რუსთაველის გამზირზე 11 აპრილს.
4/7 საბჭოთა ჯარისკაცები თბილისში, რუსთაველის გამზირზე 11 აპრილს.
1989 წლის გაზაფხულზე საქართველოში იმართებოდა დემონსტრაციები საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დემონსტრაციებმა კულმინაციას მიაღწია აპრილის დასაწყისში თბილისში, სადაც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი, მათ შორის შიმშილობის აქციის მონაწილეები. 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო ძალებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, დახოცეს, სულ ცოტა, 20 დემონსტრანტი. დაიჭრა ან მხუთავი გაზით მოიწამლა ასობით ადამიანი. თბილისში დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა მიჩნეულია შემოტრიალების წერტილად საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში.
საბჭოთა ტანკები თბილისის ცენტრში 11 აპრილს.
5/7 საბჭოთა ტანკები თბილისის ცენტრში 11 აპრილს.
1989 წლის გაზაფხულზე საქართველოში იმართებოდა დემონსტრაციები საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დემონსტრაციებმა კულმინაციას მიაღწია აპრილის დასაწყისში თბილისში, სადაც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი, მათ შორის შიმშილობის აქციის მონაწილეები. 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო ძალებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, დახოცეს, სულ ცოტა, 20 დემონსტრანტი. დაიჭრა ან მხუთავი გაზით მოიწამლა ასობით ადამიანი. თბილისში დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა მიჩნეულია შემოტრიალების წერტილად საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში.
მთავრობის შენობასთან დემონსტრაციის დარბევიდან რამდენიმე დღეში. 12 აპრილი.
6/7 მთავრობის შენობასთან დემონსტრაციის დარბევიდან რამდენიმე დღეში. 12 აპრილი.
1989 წლის გაზაფხულზე საქართველოში იმართებოდა დემონსტრაციები საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დემონსტრაციებმა კულმინაციას მიაღწია აპრილის დასაწყისში თბილისში, სადაც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი, მათ შორის შიმშილობის აქციის მონაწილეები. 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო ძალებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, დახოცეს, სულ ცოტა, 20 დემონსტრანტი. დაიჭრა ან მხუთავი გაზით მოიწამლა ასობით ადამიანი. თბილისში დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა მიჩნეულია შემოტრიალების წერტილად საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში.
1989 წლის 16 აპრილს ათასობით ადამიანი შეიკრიბა მოკლული დემონსტრანტების დაკრძალვაზე.
7/7 1989 წლის 16 აპრილს ათასობით ადამიანი შეიკრიბა მოკლული დემონსტრანტების დაკრძალვაზე.
1989 წლის გაზაფხულზე საქართველოში იმართებოდა დემონსტრაციები საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დემონსტრაციებმა კულმინაციას მიაღწია აპრილის დასაწყისში თბილისში, სადაც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი, მათ შორის შიმშილობის აქციის მონაწილეები. 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო ძალებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, დახოცეს, სულ ცოტა, 20 დემონსტრანტი. დაიჭრა ან მხუთავი გაზით მოიწამლა ასობით ადამიანი. თბილისში დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა მიჩნეულია შემოტრიალების წერტილად საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში.
Previous slide
Next slide


ფორუმი

XS
SM
MD
LG