Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა საპატიმრო დატოვა - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"


აფგან სადიგოვი
აფგან სადიგოვი

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა, რომელიც საქართველოში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა, საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც მის უფლებებს იცავდა.

„საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

სადიგოვმა საპატიმრო 5000-ლარიანი გირაოთი დატოვა.

  • აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
  • გასული წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისი ცოლის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
  • აფგან სადიგოვმა 2020 წელს, როდესაც აზერბაიჯანში დააპატიმრეს, საპატიმროში 242 დღე იშიმშილა და მისი ჯანმრთელობა მაშინ სერიოზულად შეირყა.
  • მან საქართველოს ციხეშიც იშიმშილა 161 დღე - მშრალ შიმშილობაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი დაეთანხმა პროკურატურას და აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაახანგრძლივა.
  • აფგან სადიგოვმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG