ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, გააჩერეს გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი გაყინული ქათმის ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული ავტომობილები.
სასაზღვრო-საკარანტინო შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი იყო, "რის შედეგადაც ტვირთი სრულ განადგურებას დაექვემდებარა".
27 000 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორციდან აღებულ ნიმუშებში კი ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა. შესაბამისად, გაყინული ქათმის ხორცი "ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა".
სალმონელა არის უჯრედშიდა ბაქტერია, რომლითაც შეიძლება ადამიანის ინფიცირება. ინფექციები, რომლებსაც სალმონელა იწვევს, მწვავე გასტროენტერიტისა და დიარეის ფორმით ვლინდება.
ფორუმი