Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეი დი ვენსი: ტრამპის ადმინისტრაცია "ოპტიმისტურად" არის განწყობილი, რომ შეძლებს რუსეთის-უკრაინის ომის მოლაპარაკებებით დასრულებას


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „ოპტიმისტურად“ უყურებს რუსეთის-უკრაინის ომის საბოლოოდ დასრულების შესაძლებლობას.

„მინდა პრემიერ-მინისტრს მივაწოდო ინფორმაცია რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შესახებ და ასევე ზოგიერთი რამ, რაც მოხდა ბოლო 24 საათის განმავლობაშიც კი“, - თქვა ვენსმა რომში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონთან ორმხრივ შეხვედრაზე და დასძინა: ”ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია საინტერესო ცნობების მოწოდება, ცხადია - პირადად, გარკვეული მოლაპარაკებების შესახებ. წინასწარ მათ არ შევაფასებ, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვიმედოვნებთ, რომ ეს ომი, ეს ძალიან სასტიკი ომი, დასრულდება.”

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ თუ ამერიკა უახლოეს დღეებში არ დარწმუნდა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ზავის მიღწევა შესაძლებელია, მან შეიძლება სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი განაცხადოს.

მარკო რუბიოს თქმით, უკრაინის ომი საშინელებაა, მაგრამ ის არ არის ამერიკის ომი, შეერთებული შტატები უკრაინას სამ წელზე მეტხანს ეხმარებოდა და სურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG