Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა


ბადრა გუნბა
ბადრა გუნბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა დაამტკიცა და მთავრობის წევრები დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, ხუთამდე გაიზარდა „ვიცე-პრემიერების“ რაოდენობა, „მინისტრების“ კი თხუთმეტამდე.

დე ფაქტო ვიცე-პრეპრემიერები იქნებიან:

  • ჯანსუხ ნანბა;
  • ტარას ხაგბა;
  • ვარაზდატ მინოსიანი;
  • რობერტ კიუტი;
  • იატირ აჟიბა.

დე ფაქტო საგარეო უწყებას სერგეი შამბას ნაცვლად ოლეგ ბარციცი უხელმძღვანელებს, რომელიც გუნბას ერთ-ერთი კონკურენტი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე. რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელი არ შეიცვალა, მათ შორის თავდაცვის მინისტრად ისევ ვლადიმირ ანუა დაინიშნა.

დე ფაქტო სამინისტროებს უხელმღვანელებენ:

  • საგარეო საქმეთა მიმართულებით - ოლეგ ბარციცი;
  • კულტურის მიმართულებით - დაურ კოვე;
  • თავდაცვის მიმართულებით -ვლადიმერ ანუა;
  • ჯანდაცვის მიმართულებით -ედუარდ ბუტბა;
  • შემოსავლების მიმართულებით - ედგარ ბენია;
  • განათლების მიმართულებით - ხანა გუნბა;
  • ფინანსთა მიმართულებით - საიდ გუბაზი;
  • სოფლის მეურნეობის მიმართულებით - ბესლან ჯოპუა;
  • იუსტიციის მიმართულებით - ანრი ბარციცი;
  • ეკონომიკის მიმართულებით - თეიმურაზ მიქვაბია;
  • ენერგეტიკის მიმართულებით - ბატალ მუშბა;
  • სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებით - რუსლან აჟბა.

რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა ვლადიმერ დელბა.

2025 წლის 2 აპრილს ბადრა გუნბა ოფიციალურად შეუდგა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე მან სოხუმის სანაპიროზე უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG