Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქი კირილე: „ვილოცოთ და ვიშრომოთ, რათა ისტორიულ რუსეთის სივრცეებში დამყარდეს სამართლიანი და მტკიცე მშვიდობა“


რუსეთის პატრიარქი კირილე
რუსეთის პატრიარქი კირილე

"აღდგომა - ეს გამარჯვების დღეა. ჩვენ ვიცით გამარჯვების დღე, რომელიც დაკავშირებულია ომში გამარჯვებასთან, ხოლო აღდგომა არის გამარჯვების დღე, რომელიც დაკავშირებულია ყველაზე საშინელ მტერზე, ეშმაკზე, ბოროტების იმ ძალებზე გამარჯვებასთან, რომლებიც დაუბრკოლებლად ბატონობდნენ მსოფლიოში", - ამბობს პატრიარქი.

"ვილოცოთ და ვიშრომოთ, რათა ისტორიულ რუსეთის სივრცეებშიც დამყარდეს სამართლიანი და მტკიცე მშვიდობა და ვერცერთმა ძალამ ვერ შეძლოს იმ ხალხის სულიერი ერთიანობის დარღვევა, რომელმაც მადლი მიიღო კიევის ემბაზში ნათლობისას. ვუპასუხებთ ღვთის მოწოდებას და ვხდებით დიდსულოვანნი, ქრისტეში ცხოვრებით ნამდვილად შეგვიძლია გვქონდეს ყოფიერების ჭეშმარიტი სიხარული და სისავსე. ეს იქნება ჩვენი ბედნიერების საწინდარი აქ, დედამიწაზე, და ხსნად მოვლენილ სიცოცხლის წყაროსთან - ღმერთთან, მის მარადიულ სამეფოში", - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კირილემ თავის მიმართვაში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.

რუსეთის პატრიარქმა, „განსაკუთრებული სურვილის“ სახით, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა რუსეთსა და მთელ მის ხალხს.

„მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ყველა ჩვენგანს, მთელ ჩვენ ხალხს. <…> რომ ყველა კონფლიქტი, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს, განზე გადაიდოს და რომ არაფერმა შეუშალოს ხელი ჩვენს ხალხს, და მსოფლიოს სხვა ხალხებსაც, მშვიდობიანად იცხოვრონ და განვითარდნენ, რომ მატერიალური განვითარება სულიერს შეუსაბამონ", - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

სააღდგომო მსახურებაზე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა ვლადიმირ პუტინიც, რომელმაც 19 აპრილს დღეს 30-საათიანი სააღდგომო ზავი გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტს თან ახლდა მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG