ამერიკის კინოაკადემიის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით გადაღებულ ფილმებს “ოსკარების” დაჯილდოებებზე ჯილდოების მოპოვების შანსი ექნებათ.
კინოაკადემიამ, რომელიც ამ ცერემონიის ორგანიზატორია, ორშაბათს გამოსცა ახალი წესები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ციფრული ხელსაწყოების გამოყენება „არც დაეხმარება და არც ზიანს არ აყენებს ნომინაციის მიღწევის შანსებს“.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტი - რომელსაც შეუძლია შექმნას ტექსტი, სურათები, აუდიო და ვიდეო მარტივი ტექსტური მოთხოვნის საპასუხოდ - მარტში დაჯილდოებული რამდენიმე კინოსურათის წარმოების დროს გამოიყენეს.
თუმცა კინოაკადემია ასევე აცხადებს, რომ გამარჯვებულის შერჩევისას ადამიანის მონაწილეობის ფაქტორს მაინც გაითვალისწინებენ.
კინოაკადემიამ კიდევ ერთი ახალი წესის შესახებაც განაცხადა - ამიერიდან აკადემიის წევრებს ნანახი უნდა ჰქონდეთ ყველა ნომინირებული ფილმი თითოეულ კატეგორიაში, რათა მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრის საბოლოო რაუნდში, რომელიც გამარჯვებულებს გამოავლენს.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფილმში აქტუალური თემა გახდა მას შემდეგ, რაც ადრიან ბროუდიმ მარტში "ოსკარი" მოიპოვა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის ფილმ “ბრუტალისტში”.
ფილმმა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა მსახიობის აქცენტის გასაუმჯობესებლად, როდესაც ის უნგრულად საუბრობდა.
შემდეგ გაჩნდა ცნობები, რომ მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს "ოსკაროსან" მიუზიკლ “ემილია პერესში”.
ფორუმი