Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელია მდინარეების ადიდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს


გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ იუწყება. საილუსტრაციო ფოტო
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ იუწყება. საილუსტრაციო ფოტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 25 აპრილიდან ამინდი გაუარესდება.

სააგენტოს მიერ დღეს, 24 აპრილს, გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია:

„დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი წვიმა, ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება“.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ამასთან, სააგენტო დასძენს, რომ საფრთხის დონე საშუალოა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG