მათ უფლებებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენი“. საქმეს მოსამართლე ანა ჩხეტიანი განიხილავს.
„აგენტების კანონის“ მიღება „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში სურდა. მაშინ ხალხმრავალი აქციები გაიმართა დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ. პოლიციამ ძალადობრივად დაშალა დემონსტრაცია - საქმიანობაში ხელი შეეშალა და ფიზიკური დაზიანება მიიღო 20-ზე მეტმა ჟურნალისტმა.
ხალხმრავალი დემონსტრაციების გამო 2023 წლის 9 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევდა. დაპირების მიუხედავად, კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს მაინც მიიღო.
ფორუმი