Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უცემიათ, დაუკბენიათ, საღორეში დაუმწყვდევიათ“ - 7 წლის ბავშვის საქმეზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო


7 წლის ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. ნათესავის მონათხრობით, მასზე სასტიკად ძალადობდნენ. ფოტოები: ტელეკომპანია ფორმულა.
7 წლის ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. ნათესავის მონათხრობით, მასზე სასტიკად ძალადობდნენ. ფოტოები: ტელეკომპანია ფორმულა.

სამეგრელოში, ერთ-ერთ სოფელში 7 წლის ბავშვზე ძალადობდნენ - გამოძიება „ოჯახში ძალადობის“ მუხლით დაიწყო. ჯერ არავინ დაუკავებიათ.

განახლება: 25 აპრილი, 23:00 - შსს აცხადებს, რომ ბავშვის დედა და ბებია დააკავეს. მათ 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ინფორმაცია და ბავშვის დაზიანებების ამსახველი ფოტოები თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

„უცემიათ, დაუკბენიათ... საღორეში დაუმწყვდევიათ“, - ამბობს ტელევიზიასთან ბავშვის ნათესავი და ხელს ბავშვის მშობელს ადებს.

იგი მცირეწლოვანზე დაყრდნობით ამბობს იმასაც, რომ მას მხოლოდ წყალს აწვდიდნენ.

ბავშვი, ტელეარხის ცნობით, ამჟამად უსაფრთხოდაა.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ზოგადად, ეს მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა დამამძიმებელი გარემოება, თუკი ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანია - ასეთ შემთხვევაში პატიმრობის ვადა 3 წლამდე იზრდება. დამამძიმებელი გარემოებაა ჯგუფურობაც.

„ფორმულასთან“ საუბარში ბავშვის საზღვარგარეთ მყოფი მამა ხელს ყოფილს ცოლს - ბავშვის დედას, ასევე ბებიას ადებს.

შსს ჯერ გამოძიების მუხლის დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. უწყებაში ადასტურებენ, რომ ჯერ არავინ დაუკავებიათ.

ინფორმაცია განახლდა შსს-ის განცხადების შემდეგ დედა-ბებიის დაკავების შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG