Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში სპეცოპერაციის შედეგად 11 ადამიანი დააკავეს


ოკუპირებულ ცხინვალში წუხელ სპეცოპერაცია ჩატარდა.
ოკუპირებულ ცხინვალში წუხელ სპეცოპერაცია ჩატარდა.

წუხელ, 25 აპრილს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 11 ადამიანი დააკავეს „დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობის“ ბრალდებით.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამი მათგანი დააკავეს ავტომობილში, რომლიდანაც „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და ვაზნები ამოიღეს.

გარდა ამისა, დაკავებულთა სახლებიდან ამოიღეს საბრძოლო მასალა, 16 სატელეფონო „სიმ“ (SIM) ბარათი, ოთხი ყალბი სარეგისტრაციო ნომერი და ორი ავიაბილეთი მოსკოვისკენ - „კრიმინალური დაჯგუფების სავარაუდო წევრების სახელზე“.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელვე განაცხადა, რომ ცხინვალი ჩატარებული სპეცოპერაცია დაკავშირებული იყო „მაღალი რანგის თანამდებობის პირზე თავდასხმასთან“, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

ამავე წყაროს თანახმად, ოპერაციაში 100-მდე ოფიცერი იყო ჩართული.

ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეგრამ-გვერდი იუწყება, რომ სპეცოპერაციას წინ უძღოდა შეიარაღებული პირების შეჭრა „საბაჟო კომიტეტის“ თავმჯდომარის, ალექსანდრე ჩოჩიევის ოფისში, - მას გარკვეული მოთხოვნები წაუყენეს და სცემეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG