Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბის კავშირის პრეზიდენტი „ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა გახდა


დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა.
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა.

„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრი, პარლამენტარი, ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა.

იგი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო - რეგისტრაცია 16 აპრილს დასრულდა.

რაგბის კავშირი წერს, რომ „არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეულ იქნა დავით კაჭარავა და მიიღო 57 ხმა 58-დან“.

ამ თანამდებობაზე ყოფნა, კანონმდებლობის თანახმად, არ უშლის ხელს პარლამენტარობას. კაჭარავა ამჟამადაც არის სადავო პარლამენტის წევრი.

დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი იოსებ (სოსო) ტყემალაძე, რომელიც პოსტს 2021 წლიდან იკავებდა და რომლის არჩევასაც დაძაბულობა და დაპირისპირება ახლდა თან.

უცნობია, სად გააგრძელებს ტყემალაძე საქმიანობას.

ბიძინა ივანიშვილი (შუაში) და სოსო ტყემალაძე (მარჯვნივ). ფოტო არქივიდან
ბიძინა ივანიშვილი (შუაში) და სოსო ტყემალაძე (მარჯვნივ). ფოტო არქივიდან

თავად კაჭარავა კი ბოლო 4 წლის განმავლობაში კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

დავით კაჭარავა, - რომელმაც ყველა ჯერზე დაუჭირა მხარი „აგენტების კანონს“ და მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ არაერთ კანონს, - ამჟამად 40 წლისაა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG