Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საჰაერო ძალებმა სუ-27 ტიპის გამანადგურებელი დაკარგეს


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. უკრაინის არმიის გამანადგურებელი სუ-27
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. უკრაინის არმიის გამანადგურებელი სუ-27

უკრაინის არმიამ სუ-27 ტიპის გამანადგურებელი დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო ძალების სუ-27 დღეს, 28 აპრილს დილით „კომპლექსური საბრძოლო დავალების შესრულებისას“ და „მტრის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების საჰაერო თავდასხმის მოგერიებისას დაიკარგა“.

საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, პილოტმა კატაპულტირება შეძლო, ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

სარდლობა არ აკონკრეტებს რაიონს, სადაც გამანადგურებელი ჩამოვარდა და აცხადებს, რომ ინციდენტის მიზეზებს სპეციალური კომისია იკვლევს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG