Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთისა და პორტუგალიის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა


ენერგომომარაგების შეწყვეტის გამო დაკეტილი მეტრო მადრიდში. 2025 წლის 28 აპრილი
ენერგომომარაგების შეწყვეტის გამო დაკეტილი მეტრო მადრიდში. 2025 წლის 28 აპრილი

ესპანეთსა და პორტუგალიაში ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. მისი შეწყვეტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ესპანეთის ენერგოკომპანია REE-ს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 29 აპრილის 04:00 საათისთვის ენერგომომარაგება განახლებული იყო 87,37%-ით. პორტუგალიის ენერგოკომპანია REN-მა გასულ ღამით განაცხადა, რომ ქსელში ისევ ჩართეს 89-დან 85 ქვესადგური.

ესპანეთისა და პორტუგალიის ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარია 28 აპრილს, დღისით მოხდა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ანდორას და საფრანგეთის ნაწილსაც.

ენერგომომარაგების შეწყვეტამ ესპანეთსა და პორტუგალიაში გამოიწვია მეტროს, რკინიგზის და აეროპორტების მუშაობის შეჩერება, გაითიშა ინტერნეტი, ბანკომატები და შუქნიშნები. ესპანეთის შსს-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მგზავრებმა ღამე მადრიდის რკინიგზის სადგურში გაათენეს.
მგზავრებმა ღამე მადრიდის რკინიგზის სადგურში გაათენეს.

პორტუგალიის ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ენერგომომარაგების შეწყვეტამდე ესპანეთის ელექტროსისტემაში ძაბვის ანომალიური მერყეობა დაფიქსირდა. ესპანური მხარის ცნობით, პრობლემა წარმოიშვა საფრანგეთთან დამაკავშირებელ ქსელზე, რამაც „დომინოს ეფექტი“ გამოიწვია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კიბერშეტევამ გამოიწვია.


პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მეტროს გაჩერების შემდეგ ავტობუსის გაჩერებებზე ხალხის რაოდენობამ იმატა.
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მეტროს გაჩერების შემდეგ ავტობუსის გაჩერებებზე ხალხის რაოდენობამ იმატა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG