17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული საბა სხვიტარიძის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საქმე განიხილებოდა. ამ დღეს მოწმის სახით გამოჰკითხეს პოლიციელი მირიან ქავთარაძე - რომელსაც აქტივისტები ცრუ მოწმეს უწოდებენ. სწორედ ამ დღეს ეძახდნენ ქავთარაძეს „მონას“ და „ცრუ მოწმეს“.
მირანდა ბაღათურიას სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ 23 აპრილს შეატყობინეს. ამ დღეს მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ იმ დღეს საერთოდ არ უნახავს პოლიციელი (მირიან ქავთარაძე), რომლის შეურაცხყოფასაც ედავებიან.
„[მირიან ქავთარაძე] საერთოდ ვერ დავინახე, უკვე წასული დამხვდა“, - თქვა მაშინ მირანდა ბაღათურიამ.
მის მსგავსად 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს, ანა ყურაშვილს. როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, არც მის საქმეში ჩადებული მტკიცებულება არ ასახავდა სამართალდარღვევას, რომელსაც პოლიცია ედავებოდა - მტკიცებულება იყო მოსამართლისთვის მასზე წარმოდგენის შესაქმნელი მასალა და არ ეხებოდა იმ დღის ამბებს.
მოსამართლემ ორივე შემთხვევაში გაიზიარა პოლიციელების მონათხრობი და მირანდა ბაღათურიასაც და ანა ყურაშვილსაც ჯარიმა დააკისრა.
ფორუმი