Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებისთვის ძებნილი რუსთავში დააკავეს


უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების კადრი
უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების კადრი

რუსთავში დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ინტერპოლის ცირკულარით ეძებდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანების გამო. ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

„დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი“, - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია „გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, რომელიც ქვეყნის მიერ ძებნილი კაცი დააკავეს რუსთავში ან როგორ მოახერხა მან საქართველოში შემოსვლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG