Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წიწაკის სპრეი და საღებავი შეგვასხეს“ - აქციიდან დაბრუნებისას დემონსტრანტებს ლიფტთან დახვდნენ


თავდამსხმელმა „თქვენი ნაცი დედა მოვ**ანო, ასე მოგვაძახა“, - წერს აქტივისტი
თავდამსხმელმა „თქვენი ნაცი დედა მოვ**ანო, ასე მოგვაძახა“, - წერს აქტივისტი

5 მაისს, დაახლოებით ღამის 11 საათისათვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებულ დემონსტრანტებს თავს დაესხნენ საცხოვრებელ კორპუსში, ლიფტიდან გამოსვლისას.

„ლიფტის კართან დაგვხვდა ერთი არარაობა და წიწაკის სპრეი და საღებავი შეგვასხეს“, - წერს ერთ-ერთი დაზარალებული, ნუცა მახარაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ მათგანს სახეში შეასხეს მომწვანო-მოცისფრო სითხე/ნივთიერება.

ვიდეოში ასევე ისმის, რომ დაზარალებული ამბობს, რომ თვალები ეწვის და ტკივილს განიცდის.

ნუცა მახარაძის თქმითვე, უცნობმა პირმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა და მიაძახა: „თქვენი ნაცი დედა მოვ**ანო“.

აქტივისტის თქმითვე, მას და მასთან ერთად მყოფ ქეთი ჯაჯანაშვილს ერთი თვეა, „დასდევენ“.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG