Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვში ბაზარი იწვის დრონებით თავდასხმის შემდეგ


ხანძარი ხარკოვის ბაზარში
ხანძარი ხარკოვის ბაზარში

ხარკოვის ბარაბაშოვოს ბაზარში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ქალაქზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად. ოთხი დაშავებულის, მათ შორის ორი ხანდაზმულის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ ტელეგრამის არხზე წერს ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი.

ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ ქალაქის რვა ადგილას 20 დარტყმა განხორციელდა. თუმცა უცნობია, ოცივე დრონებით მოხდა თუ არა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 100-ზე მეტი ჩამოგდებული დრონის შესახებ იტყობინება. მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დაწერა რუსეთის დედაქალაქის თავზე ჩამოგდებულ 19 უკრაინულ დრონზე.

დრონებით იერიშისას მოსკოვისა და კიდევ ორი ქალაქის აეროპორტების მუშაობა შეჩერებული იყო. უკრაინულ მხარეს მომხდარზ

ე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG