მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ იყო ამ ორ ქვეყანას შორის გაჩენილი ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე.
ტრამპმა, რომელმაც სოციალურ მედიაში არაერთხელ მიანიშნა, რომ კანადა შეიძლება „51-ე შტატი“ გამხდარიყო, შეხვედრისას გაიმეორა, რომ კვლავ ამ აზრზეა, თუმცა დასძინა - „ტანგოს ორნი ცეკვავენო“.
თავის მხრივ, მარკ კარნიმ მიუგო, რომ „კანადა არ იყიდება და არასდროს გაიყიდება“ და ამერიკელ კოლეგას პრაგმატული პარტნიორობისკენ მოუწოდა.
ტრამპისა და კარნის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში 45-წუთის განმავლობაში გაგრძელდა, და ის ორივე ლიდერის უფროსი მრჩევლებისა და მედიის თანხლებით მიმდინარეობდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, შეხვედრა მეგობრულ გარემოში ჩატარდა, კანადისა და აშშ-ის ლიდერებმა არაერთი ქათინაური გაცვალეს, თუმცა კონკრეტულ შედეგებზე არ ულაპარაკიათ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა მარკ კარნის, რომ დონალდ ტრამპს აზრი შეაცვლევინოს კანადის წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა მიუგო - „არა.“
ოვალური კაბინეტის შემდეგ აშშ-ისა და კანადის ლიდერებმა მოლაპარაკებები ლანჩზე გააგრძელეს - მედიის გარეშე.
ფორუმი