„მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან“, - წერია სუსის განცხადებაში.
დღეს, 7 მაისს, საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ მიიღეს შეტყობინება თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ და თავის თანამშრომლებს მოუწოდა, უსაფრთხოების მიზნით მოერიდონ ამ ადგილებს. ეს სავაჭრო ცენტრებია:
- „ისთ ფოინთი“ – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა;
- „გალერია თბილისი“ – რუსთაველის 2/4;
- თბილისის სავაჭრო სივრცე (იგულისხმება „თბილისი მოლი“) – დავით აღმაშენებლის 16.
რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ „მუშაობენ ცრუ შეტყობინების ფაქტზე“.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იმყოფება სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“. იქ ევაკუაცია არ არის გამოცხადებული, მოქალაქეებს არ ეზღუდებათ სავაჭრო ცენტრში შესვლა.
ფორუმი