Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ ტარიფების 115%-ით შემცირებაზე


ჟენევაში, ჩინეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი(მარცხნივ) და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი
ჟენევაში, ჩინეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი(მარცხნივ) და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს ერთმანეთისთვის დაწესებული საბაჟო გადასახადების შემცირების შეთანხმებას.

დღეს, 12 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, აშშ ჩინური პროდუქციისთვის დაწესებულ ტარიფს 145%-დან 30%-მდე შეამცირებს, ხოლო ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ გადასახადს - 125%-დან 10%-მდე.

პირველ ეტაპზე ეს ტარიფები 90 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

ჟენევაში, გაეროს ოფისში მოლაპარაკებები გასული კვირის ბოლოდან მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი. ჩინეთის დელეგაციას ვიცე-პრემიერი ხე ლიფენი ხელმძღვანელობდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის ტარიფების დაწესება და ეტაპობრივად გაზრდა 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო. აპრილში ტარიფმა 145%-ს მიღწია. პეკინმა ვაშინგტონს ანალოგიური ზომებით უპასუხა.

ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს სავაჭრო ომმა ფინანსური ბაზრები ჩამოშალა და რეცესიის საფრთხე შექმნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG