Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამის განმავლობაში მხოლოდ 10 დრონი გამოიყენა


საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონის ნამსხვრევები კიევის ოლქში. 2025 წლის 10 მაისი
საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონის ნამსხვრევები კიევის ოლქში. 2025 წლის 10 მაისი

რუსეთის ჯარებმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინას მხოლოდ 10 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. ინფორმაცია დღეს, 13 მაისს დილით გაავრცელა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ. მისივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ათივე რუსული დრონი ჩამოაგდო.

ამ რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა თითქმის ყოველდღე იუწყება 100-ზე მეტი რუსული დრონით თავდასხმის შესახებ.

რაც შეეხება შედეგებს, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დნეპროპეტროვსკის ოლქში კი კერძო სახლი დაზიანდა.

რუსეთმა არ გაიზიარა უკრაინისა და დასავლეთის სახელმწიფოთა წინადადება 12 მაისიდან 30 დღით ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტის შესახებ, რაც საფუძველს მისცემდა დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყებას.

ზავზე ცალსახა თანხმობის ნაცვლად, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG