Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა იპოვეს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედრები


მდინარე მტკვარში ამჟამად ერთ ადამიანს ეძებენ.
მდინარე მტკვარში ამჟამად ერთ ადამიანს ეძებენ.

მაშველებმა იპოვეს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედრები. ამის შესახებ დღეს, 15 მაისს დილით იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მისი ინფორმაციით, მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.

თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი 14 მაისს გადავარდა. ავტომანქანაში მყოფი ოთხი ადამიანიდან ერთმა გადმოსვლა მოასწრო და მაშველების დახმარებით მდინარიდან ამოვიდა. ერთის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო ოპერაციაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს ასევე ნაპოვნია ქალის და მამაკაცის ცხედრები, რომლებიც ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

14 მაისს, ღამით ცნობილი გახდა, რომ მტკვარში გადავარდნილ ავტომობილში მყოფთა ძებნისას მაშველებმა იპოვეს 1 აპრილს გაუჩინარებული, 21 წლის აითაჯ მამედოვას ცხედარი.

მამაკაცზე, რომლის ცხედარიც ასევე ნაპოვნია, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG